საგადასახადო თაღლითობის საქმეზე პროკურორი შაკირასთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
კოლუმბიელ მომღერალს ბრალად ედება გადასახადების გადაუხდელობა 2012 წლიდან 2014 წლამდე. შაკირას განცხადებით, ის ამ პერიოდში ესპანეთში არ ცხოვრობდა.
ესპანეთის პროკურატურის დოკუმენტში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი გაეცნო, ნათქვამია, რომ შაკირა ჩვეულებრივ ცხოვრობდა ესპანეთში 2012-2014 წლებში და 2012 წლის მაისში ბარსელონაში უძრავი ქონება შეიძინა.
14.5 მილიონი ევროს ოდენობის საგადასახადო თაღლითობის საქმეზე ესპანეთის პროკურატურა შაკირასთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთასა და 23 მილიონ ევროზე მეტი ჯ