კომპანია Twitter-ს აშშ-ში 150 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ის მომხმარებელთა მონაცემების არალეგალურ გამოყენებაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანია ამ მონაცემებს მიზნობრივი რეკლამის გაყიდვისთვის იყენებდა. ქვეყნის ვაჭრობის ფედერალური კომისია და იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებენ, რომ Twitter-მა რეგულატორებთან დადებული შეთანხმებები დაარღვია. კერძოდ, Twitter-ში პირობა დადეს, რომ სარეკლამო კომპანიებს არასოდეს გადასცემდნენ მომხმარებელთა ტელეფონებს ნომრებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართებს. ფედერალური გამომძიებლები კომპანიას სწორედ ამ პირობის დარღვევას ედავებიან.
2020 წლის დეკემბერში Twitter-ი ევროპის რეგულატორის წესების დარღვევის გამო £400 ათასით დაჯარიმდა.