ქალაქ ნინოწმინდასთან ახლოს გუშინ 4-ჯერ მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, არის თუ არა სოფელი სამება სეისმურად საშიში ზონა და უნდა ველოდოთ თუ არა კვლავ მიწისძვრას – ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ სეისმოლოგ თეა გოდოლაძეს ესაუბრა.
„ზედიზედ 4 მიწისძვრა ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც რეგიონში დაფიქსირდა.
დღესდღეობით შეუძლებელი ამოცანაა, რომ წინასწარ განვსაზღვროთ, მოხდება თუ არა ისევ მიწისძვრა. თუმცა, რადგან ეს სეისმურად აქტიური ზონაა, რა თქმა, უნდა მოსალოდნელია“, – ამბობს თეა გოდოლაძე.