ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ადგილობრივი დროით 07:52 საათზე, გაუშვეს რაკეტა, რომელიც, 2017 წლის შემდეგ, ქვეყნის მიერ გამოცდილი ყველაზე დიდი და მძლავრი რაკეტაა, – ინფორმაციას BBC ოფიციალურ სეულზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაპონიისა და სამხრეთ კორეის ოფიციალური უწყებების ცნობით, რაკეტამ 30 წუთის განმავლობაში იფრინა, 2 000 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და გაშვების ადგილიდან 800 კილომეტრში, იაპონიის ზღვაში ჩავარდა.
იანვრის დასაწყისში, აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა ბოლო წლებში ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები 2021 წლიდან, მას შემდეგ შეწყდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა.