ახალი წლის ღამეს, ჩვეულ სამუშაო რეჟიმში შეხვდნენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ქუთაისის ცენტრში.
ცენტრის დირექტორი, მაია რუხაძე აცხადებს, რომ 31 დეკემბრის ღამეს, პიროტექნიკით დაზიანების ორი შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან, მხოლოდ ერთს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.
“გუშინდელმა დღემ მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა. მხოლოდ ორ პიროტექნიკით დაზარალებულთან ვიყავით გამოძახებული და ერთის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, თუმცა სერიოზული დაზიანება არ ყოფილა, ქვედა კიდურის ზედაპირული ტრამვა იყო.
რაც შეეხება ინტოქსიკაციის შემთხვევებს, განსაკუთრებული ნამატი არ გვქონია”- ამბობს მაია რუხაძე.
წყარო – Creating.space