Site icon megatv.ge

პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე-ხაბეიშვილი

„პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე და ყველას კარგად ესმის, რომ ეს სანქციები აუცილებლად იქნება, მათ შორის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებზე. დარწმუნებული ვარ, ყველა მოძალადეზე, რომელიც იდენტიფიცირებულია კონკრეტული პერსონალური სანქციები გავრცელდება. შოთაძეს ესმოდა, რომ ამ მთავრობის წევრობა უკვე ნიშნავს ღიად რუსული საქმის კეთებას. მიუხედავად იმისა, რომ ის ფარულად ამას აკეთებდა, ახლა უკვე ღიად, დეკლარირებულად თქვა უარი სწორედ იმ მიზეზით, რომ მან იცის, ის აუცილებლად იქნება სანქცირებული.

შესაბამისად, ვინც დღეს მაღალ თანამდებობაზეა, უნდა დატოვონ თანამდებობები იმისთვის, რომ არ მისცენ შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს გაუხანგრძლივონ ხელისუფლება”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს.

Exit mobile version