საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
„76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ოლიმპიელი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს“, – ნათქვამია ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.