უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, პოლონეთმა უკრაინიდან ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი მიიღო, – ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„24 თებერვლიდან, ჯამში, 5,036,000 ადამიანი გადავიდა პოლონეთში უკრაინიდან“, – აღნიშნავენ უწყებაში.
ამავდროულად, 24 თებერვლის შემდეგ, 3,1 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა პოლონეთი და უკრაინაში გაემგზავრა.
წინასწარი შეფასებით, დღეისთვის, პოლონეთში უკრაინის დაახლოებით 3,5 მილიონი მოქალაქეა.