Site icon megatv.ge

პოლიციის უფროსმა, 20 ივნისის ღამეს დაზარალებულ, მაკო გომურს შეაგინა

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ბახვის პოლიციის უფროსმა, მამუკა ჯანანაშვილმა  მაკო გომურს დედა შეაგინა და 20 ივნისის ღამის დაზარალებულის გამოსარჩლებისათვის აქციის მონაწილე გიორგი დიასამიძე სცემა.

ინცინდენტი წუხელ, გვიან ღამით შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციის წინ მიმდინარე აქციაზე მოხდა:

“რა უნდოდა მა დედა… რას მოეთრეოდა აქციაზე თვალიც ექნებოდა და ფეხიც” გაიძახოდა ხმამაღლა შეკვეთილის აქციის მიმდინარეობისას ჯანანაშვილი და აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, გიორგი დიასამიძეს გომურის გამოსარჩლების გამო ხელი სახეში რამდენჯერმე დაარტყა.

ბახვის პოლიციის დეპარტამენტში მისულ “გურიის მოამბეს” ჯანანაშვილი ადგილზე არ დახვდა. გვითხრეს, რომ ტელეფონით დაუკავშირდებიან და პასუხს გვაცნობენ.

რამდენიმე წუთის შემდეგ, კი ერთ-ერთმა პოლიციელმა გაგვიცხადა, რომ ის გორში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა და უკან დაბრუნებისთანავე გააკეთებდა მომხდარზე კომენტარს.

წყარო: “გურიის მოამბე”

Exit mobile version