Site icon megatv.ge

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გიორგი ცაგარეიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.

კენჭისყრის დაწყებამდე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი ცაგარეიშვილს წარმატებები უსურვა.

ცნობისთვის, გიორგი ცაგარეიშვილი 2022 წლიდან დღემდე, საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

Exit mobile version