ქობულეთის “შუქურას” გულშემატკივრები სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებენ:
”
ამ ბოლო დროს გააქტიურდა ბატონი აიეტ კუკავა და თავისი ხელმძღვანელობა , 1000 სისულელეს იგონებენ და 1000 ტყუილს , თავისი გვერდების დახმარებით , ის რო ვალი მხოლოდ 120 000 ლარია ესეც დიდი სიცრუეა !
ფანები აქამდე ველოდებით ქობულეთში ბატონ აიეტ კუკავას ან ადმინისტრაციის ნებისმიერ წევრს , მაგრამ უშედეგოდ მათ გუნდი არ აინტერესებთ და რომელ პრობლემებზეა საუბარი !
10 შეკრება უნდა დაიწყოს და რითი ნახევარი გუნდი წავიდა ფინანსები არ დალაგებულა დავალიანება არ დაფარულა !
ერთი სიტყვით ბატონო აიეტ კუკავა ჩამოდი შეგვხდი ან დატოვე გუნდი , ამდენი ტყუილი არ შეილება !
ამ ყველაფრის ფონზე დრო იწურება ქობულეთი არ უნდა დარჩეს გუნდის გარეშე , პირობას ვერავინ გვაძლევს რო გუნდი არ დაიშლება , პირობას ვერავინ გვაძლევს რო დავალიანება დაიფარება , პირობას ვერავინ გვაძლევს რო გუნდში სიტუაცია ლაგდება ! რთული ვითარებაა მინდა სიმართლე იცოდეთ ყველაფერი მიდის ცუდისკენ , ჩვენს გუნდს დაშლე ემუქრება ესე თუ გაგრძელდა !
დროა გამოხვიდეთ ყველანი ვისაც გიყვართ ეს ქალაქი სახლში ჯდომით ამ გუნდს ვერ გადაარჩენთ !”