მონღოლეთში ორი თახვი კორონავირუსით დაიხოცა. ეს ცხოველებში COVID-19-ით ინფიცირებული ცხოველების ლეტალურობის პირველი შემთხვევებია. ინფორმაციას ქვეყნის მთავარი ვეტერინარული სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ლაბორატორიულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ დახოცვის მიზეზი კორონავირუსი გახდა.
თახვები ულან-ბატორის გარემოს დაცვის დეპარტამენტთან არსებულ სპეციალურ ცენტრში ბინადრობდნენ. ჯამში COVID-19 აქ 7 ცხოველს დაუდასტურდა.