Site icon megatv.ge

“პატივცემულო საელჩოვ! ეგებ ყავის წრუპვისა და ძვირადღირებულ მიღებებზე სირბილის, საქმე გეკეთებინათ!” – ლაშა მესხი

“მაურო მურდჟიმ აღნიშნა, რომ იტალიაში არის ინტერესი სამხრეთ ოსეთის კულტურასა და ისტორიის მიმართ. ტეხავს ეს ყველაფერი!” – ამის შესახებ თავის ფეისბუკ გვერდზე სამოქალაქო აქტივისტი ლაშა მესხი წერს.

“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მივმართავ საქართველოს საელჩოს იტალიაში!
გარდა იმისა, რომ მანდ მყოფი ემიგრანტებისთვის ხშირ შემთხვევაში თითსაც არ ანძრევთ, ეგებ მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ნორმებს მაინც სცეთ პატივი!
15 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი, ევროტურის ფარგლებშია, მილანში ჩავიდა.
16 ნოემბერს დიმიტრი მედოევმა მიიღო მონაწილელბა ,,მეგობრობის ასოციაციის” საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც შედგა იტალიაში ცნობილ საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სოციეტა ბენეფიცა ელ სალვადანეე დე ლა მონტაგნეტა,,-ის სასახლეში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იტალიაში მაურო მურდჟიმ აღნიშნა, რომ იტალიაში არის ინტერესი სამხრეთ ოსეთის კულტურასა და ისტორიის მიმართ.
პატივცემულო საელჩოვ! ეგებ ყავის წრუპვისა და ძვირადღირებულ მიღებებზე სირბილისა საქმე გეკეთებინათ! საოკუპაციო აბსოლიტურად არალეგიტიმურ რეჟიმს, რომელსაც 2 კვირაა ცნობილი ქართველი ექიმი ჰყავს დატყვევებული, იტალიაში ასე თამამად და თავისუფლად მართავს ეწ, “მაღალი დონის შეხვედრებს“… რბილად რომ ვთქვა ტეხავს ეს ყველაფერი! ვითხოვ მყისიერ რეაგირებას! შეასრულეთ თქვენი სამსახურეობრივი მოვალეობა რისთვისაც ათასობით ევროს იღებთ.” – წერს ლაშა მესხი თავის ფეისბუკ გვერდზე.

Exit mobile version