“ქართული დასის” ლიდერს, ჯონდი ბაღათურიას მეუღლე გარდაეცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი.
“ჩვენი მეგობრის ჯონდი ბაღათურიას მეუღლე, ნათია გაფრინდა ზეცაში….
მე ძალიან მიყვარდა მათი სიყვარული და ლამაზი ოჯახი.
იშვიათია ასეთი სიყვარული დღევანდელ რეალობაში…
ძალიან ვწუხვარ… გამძლეობას ვუსურვებ ოჯახს…
ოღონდ ეს არ გამეგო…
ჯონდი ბაღათურია, ვერ განუგეშებ ვერაფრით, ამ დროს მხოლოდ უფალი გაძლიერებს… ძალიან მეტკინა”, – წერს ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში.
ნათია ფოფხაძე წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.