ოსკაროსანი მსახიობი, უილ სმიტი „სკანდალური სილის გაწნის“ შემდეგ საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ის ინდოეთში ჩაფრინდა, რათა, „სულიერ ლიდერს“ შეხვდეს. პაპარაცებმა უილი აეროპორტთან გადაიღეს. მსახიობს უამრავი თაყვანისმცემელი დახვდა. კინოაკადემიიდან „განდევნილი“ ვარსკვლავი შესანიშნავ ხასიათზე იყო, ის ფანებთან ფოტოებს იღებდა და პაპარაცებს უღიმოდა. შეგახსენებთ, „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალზე, უილ სმიტსა და კრის როკს შორის დაპირისპირების შემდეგ, სმიტი აკადემიამ 10 წლით გაირიცხა.
ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ გატაცებული მოქალაქეები თავისუფლები არიან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ გატაცებული მოქალაქეები- თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი თავისუფლები არიან: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ...