რაღაც ეტაპზე ეს ომი დიდი ალბათობით მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, -განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ეს აგრესიული ომია, სადაც რუსეთი სხვა ქვეყანაში შეიჭრა. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა და მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი შეწყვეტენ ბრძოლას და უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ ჩვენ გვექნება მშვიდობა.
თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინა შეწყვეტენ ბრძოლას, მაშინ უკრაინა შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. რაღაც ეტაპზე ეს ომი დიდი ალბათობით მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამ მოლაპარაკების შედეგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე სიძლიერესთან“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.