უკრაინაში კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ Facebook-ზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო წერს.
მისი განცხადებით, უკრაინის მოქალაქე არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაბრუნდა, სადაც კოვიდინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი. „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტი ამჟამად მკურნალობას გადის.
შემთხვევას ეპიდემიოლოგები სწავლობენ, შესაბამისი სამსახურები კი კოვიდინფიცირებულის კონტაქტებს ადგენენ.