ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტი არ იქნება.
„რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ეს ბოლო ვარიანტი იყოს, თუმცა, მივიჩნევ, რომ ახლა ეს ნაკლებად სავარაუდოა. ინფიცირებისა და „ომიკრონის“ გადაცემის დონე მაღალია. ასევე იმუნიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებია. ამიტომაც, სამწუხაროდ, ახალი ვარიანტების გაჩენისა და გავრცელებისთვის უამრავი შესაძლებლობა არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ მოხდება და ამჟამად ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა მოვლენების მსგავსი სცენარი თავიდან ავიცილოთ“, – აღნიშნა აიკ რაიანმა.