31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 144 შემთხვევაა დადასტურებული.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 291 პაციენტი, 45 კი გარდაიცვალა.