ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონ სოფელ არადუსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი პირი ადგილზე დაიღუპა.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც მძღოლი და სამი მგზავრი იმყოფებოდა, გზის პირას ხეს შეეჯახა.
ადგილზე მისულმა მაშველებმა, ავტომობილში ჩაკეტილი სამი პირი ამოიყვანეს.
მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.