ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეშვიდე პაკეტს, რომელიც რუსული ოქროს შესყიდვას კრძალავს ნორვეგიაც შეუერთდა, – ინფორმაციას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ნორვეგია ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, სანქციების საკითხი კი ქვეყნის პარლამენტმა დამოუკიდებლად განიხილა და დაამტკიცა.
გადაწყვეტილება ძალაში 27 აგვისტოდან შევიდა.