ოზურგეთში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ნაჯახით შეიარაღებული პირი დაესხა თავს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მანამდე კი, მამაკაცი ეკლესიაში ნაჯახით შეიჭრა. თვითმხილველების თქმით, ის ხალხს ემუქრებოდა, შემდეგ კი ადგილზე გამოძახებულ პატრულის ეკიპაჟს თავს დაესხა. მან ავტომობილს ნაჯახით რამდენიმე დარტყმა მიაყენა..
მამაკაცი დაკავებულია. დაზიანებულია საეკლესიო ნივთები, ხატები, სკამები, სასანთლეები.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.