ხვალ 18:30 საათზე , საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” ქუთაისის სასახლეში “მეგას” უმასპინძლებს. როგორ ემზადებიან მასპინძლები შეხვედრისთვის და რა ცვლილებებია გუნდში ,აღნიშულის გასარკვევად “ქუთაისი 2010”-ის მთავარ მწვრთნელს, კოტე ტუღუშს დავუკავშირდით:
“ნამდვილად არ გვიდგას კარგი პერიოდი, მიზეზი ძალიან ბევრი შემიძლია დავასახელო. პირველი ალბათ ის რომ ჩვენ სრულიად ახალი გუნდი ვართ, კიდევ ვერ ვიპოვეთ საერთო ენა ერთმანეთში, ერთმანეთი ვერ ვიგრძენით. რამოდენიმე შეხვედრის წინ ათული ლომინაშვილმა მიიღო მძიმე ტრამვა ბათუმში და სამწუხაროდ სეზონი დაასრულა. ასევე გვყავდა ტრამვირებული სხვა მოთამაშეები. ამასთან ერთად გუნდს ტოვებს 2 ლეგიონერი , ვიმატებთ 2 მოთამაშეს და ვფიქრობთ რომ გაგვაძლიერებს და ვფიქრობ რომ ჩვენი მოგებების სერია დაუბრუნდება თავის ადგილს. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვი, ხვალ თამაშის შემდეგ გუნდს ტოვებს 2 ლეგიონერი -დევისი და კარტერი. დევისმა გამოხატა სურვილი, მიუხედავად იმისა რომ გუნდს ვტოვებ , გუნდს დავეხმარები და ვითამაშებო. ამ წუთისთვის გვყავს 1 მოთამაშე ნანახი , ის ამერიკაშია და უმოკლეს დროში გამოემგზავრება . რაც შეეხება მეორე მოთამაშეს ძიების პროცესში ვართ. ახალ წლამდე 6 თამაში გვაქვს დარჩენილი , რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა რომ ძლიერი შემადგენლობით ვითამაშოთ, მოვიგოთ და კარგი შედეგით დავასრულოთ ეს წელი. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია, მით უმეტერეს მაშინ როცა 3 თამაში წავაგეთ ზედიზედ. განსაკუთრებულად ენიჭება ჩვენს გულშემატკივრებს მნიშვნელობა, იმედია მოვლენ და დაგვიდგებიან მხარში. ჩვენ ვეცდებით რომ მაქსიმალურად ვიბრძოლოთ ბოლომდე., გამოვიყენოთ ყველა ის რესურსი რაც გაგვაჩნია და მოვიგოთ. “მეგა ” ძალიან კარგი გუნდია, ძალიან კარგი ლეგიონერებით და ასევე ქართველი კარგი კალათბურთელებით დაკომპლექტებული, მაგრამ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, ვიბრძოლებთ. საკმაოდ დიდი ბრძოლის გაჩაღებას ვაპირებთ ხვალ.ჩვენი გულშემატკივარი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და განსაკუთრებული იქნება ხვალ , ვინც მოვა ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა წინასწარ”.
მოამზადა ნანა თევდორაძემ