“მედიის თავისუფლების დაცვა ყველას საზრუნავია, რადგან:
თავისუფალი და პლურალისტური პრესა = მდგრადი დემოკრატია
ინფორმაციაზე წვდომა = მყარი დემოკრატიის წინაპირობა
პრესის თავისუფლება = მედია ააშკარავებს უსამართლობას, აკისრებს პასუხისმგებლობას გავლენიანებს, ებრძვის კორუფციას
სამართლებრივი მუქარები და შეურაცხმყოფელი სამართალწარმოება მედიის წინააღმდეგ = საფრთხე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით.
გამოხატვის თავისუფლების უფლება გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლში. გამოხატვის თავისუფლება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პლურალიზმს, გამოხატვის თავისუფლებასა და ხარისხიან ინფორმაციას ევროკავშირში, საქართველოსა და გლობალურად”,- ნათქვამია განცხადებაში” | ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში