მწვავე ჰეპატიტის საშიში მძიმე ფორმა 33 ქვეყანაში მცხოვრებ 900-ზე მეტ ბავშვთან გამოვლინდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება.
„33 ქვეყანა იტყობინება ბავშვებში მწვავე ჰეპატიტის მძიმე ფორმის 920 შემთხვევის შესახებ. შემთხვევების ნახევარი ევროპაში, მესამედი კი აშშ-ში დაფიქსირდა“, – აცხადებენ ჯანმოში.
მათივე ინფორმაციით, 18 ბავშვი გარდაიცვალა, 45-ს კი ღვიძლის გადანერგვა სჭირდება.