Site icon megatv.ge

მშენებლობები ყველა ქალაქში, მათ შორის ქუთაისში დღემდე მიტოვებულია-გიგა შუშანია

“ქუთაისში ნიკეას #19 ორი თერთმეტსართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო, რისთვისაც გამოიყო 7 მილიონ ლარამდე”-

ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგა შუშანიამ განაცხადა.

მან საგანგებო ბრიფინგი ქუთაისში  მშენებარე კორპუსებთან გამართა და გაფლანგულ მილიონებზე ისაუბრა.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთ ქალაქში – ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თბილისსა და რუსთავში 10 კორპუსის ასაშენებლად, 400 თანამშრომლისთვის, გამოაცხადა ტენდერი ჯამში 33 465 912 ლარზე.

აღნიშნულ ქალაქებში პროექტში ჩართულ შსს-ს თითოეული თანამშრომელს 77 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით მიიღებს. მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო.

ქუთაისში ნიკეას #19 ორი თერთმეტსართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო, რისთვისაც გამოიყო 7 მილიონ ლარამდე. ქუთაისის კორპუსი უნდა აეშენებინა კომპანია „თი ემის“. მშენებლობები ყველა ქალაქში, მათ შორის ქუთაისში დღემდე მიტოვებულია.

კომპანია „თი ემის“ დირექტორს, ჯემალ გვარლიანი არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი და ჯამში მმართველი პარტიისთვის შეწირული აქვს 60 000 ლარი. P.S. მშენებლობის ღირებულების 40%-ს, ანუ 13 386 364 ლარს შსს გადაიხდის, ხოლო 60%-ს, ანუ 20 079 547 ლარს – ბინის მომავალი მესაკუთრე, პროექტში ჩართული სამინისტროს თანამშრომელი.”-აცხადებს ის

Exit mobile version