თბილისში, მუნიციპალურ ავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა მხოლოდ დახურული ფანჯრების პირობებშია ნებადართული. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო სამსახურში მიიღეს.
მანამდე არსებული წესით, კონდიციონერის მუშაობის დროს, ავტობუსების ფანჯრები ღია უნდა ყოფილიყო.
კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის თანახმად მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი რეგულარულად უნდა განიავდეს.
გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კოვიდრეგულაციების შემსუბუქება სახელდება.