“გარდაიცვალა ემიგრანტი ზაირა ფხალაძე 65 წლის. მრავალი წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში საბერძნეთში. მოულოდნელად ცუდად გახდა და მეუღლემ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ჩამოიყვანა.
საქართველოში ჩამოსვლა მოასწრო და მის მიწა წყალზე დალია სული. მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა.
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა“
დღეს უფალმა თავისთან წაიყვანა. უკეთილშობილესი , არაჩვეულებრივი მეგობარი , მეუღლე, დედა და ბებო. ათენის ემიგრანტები ღრმა მწუხარებით იუწყება ქალბატონი ზაირას გარდაცვალებას. ნათელი არ მოაკლოს უფალმა შენს ლამაზ სულს. მსუბუქი იყოს შენთვის ქუთაისის მიწა.”-წერს შოთო სიხარულიძე