LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პარტიად ჩამოყალიბდა

დაპოსტა 2025/12/01-ში
30
ნახვა
გაზიარება

მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდა. სადამფუძნებლო ყრილობა დღეს გამართა. ყრილობაზე დამტკიცდა გაერთიანების წესდება, აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელი და სხვა სტრუქტურული ერთეულები.

პოლიტიკური საბჭოს წევრებად არჩეული არიან ვახტანგ შაქარიშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი და ბიძინა გიორგობიანი; აღმასრულებელ მდივნად კი აირჩიეს ვახტანგ შაქარიშვილი.

პარტიის ლიდერების განცხადებით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიზნებია საზოგადოებაში ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების დაცვა; საერთაშორისოდ აღიარებული მუდმივი ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის მოპოვება და შენარჩუნება; სხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა; საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება; ქვეყნის ეკონომიური, სოციალური და კულტურული განვითარება; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

პარტიის ლიდერის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, საქართველოს ნეიტრალიტეტი არის საქართველოს მომავალი.

„ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და მოვახდინოთ ეკონომიკური გარღვევა, განვვითარდეთ და უზრუნველვყოთ კეთილდღეობა, ამისთვის აუცილებელია ნეიტრალიტეტი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება იმ ყველაფრის ფონზე, რაც ვითარდება უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით. იმ ე.წ. სამშვიდობო შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე, კიდევ უფრო აბსურდული ხდება საქართველოს კონსტიტუციაში კონსტიტუციურ დოგმად ჩაწერილი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების აუცილებლობა“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

ამასთან, პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, 2028 წლისთვის პარტია მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

„გამოვიტანთ ამ საკითხს არჩევნებზე ჩვენს ძირითად პუნქტად, რომ საქართველოს ჰქონდეს მუდმივმოქმედი ნეიტრალიტეტის სახელმწიფოს სტატუსი. ეს ჩვენ დაგვაახლოებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან. ეს ჩვენ დაგვაახლოებს გრძელვადიან მშვიდობასთან საქართველოში და ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან კარგად გამოკვეთილი და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებას“, – განაცხადა გიორგობიანმა.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დეკემბერი 2, 2025
47
მთავარი

ვერძი დღევანდელი დღე დაგაფიქრებთ პირად საკითხებსა და მომავალ პერსპექტივებზე, სტაბილურ ცხოვრებაზე. გაეცით, რათა მიიღოთ. კურო იყავით დაკვირვებული და მოზომილი, რათა არ აღმოჩნდეთ დაუგეგმავ, უსიამოვნო სიტუაციებში. ტყუპები ისიამოვნეთ, დატკბით რეალობით. სათანადო...

დაწვრილებითDetails

მესამე ღამის გათევა მოუწევთ დედებს წვიმაში და სიცივეში- სალომე სიმონია

დეკემბერი 1, 2025
165
მთავარი

ასეთი სევდიანი სახით შეხვდნენ ღამენათევი ბალდელი ქალები მარტვილის მერის, გიორგი ნაჭყებიას უარს - რომელმაც ღია ცის ქვეშ მყოფ, ყველასგან უყურადღებოდ დატოვებულ დედებს და ბებიებს შეხვედრაზე უარი უთხრა, პასუხის ღირსად არ...

დაწვრილებითDetails

BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო – სუს

დეკემბერი 1, 2025
83
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და...

დაწვრილებითDetails

“ელისაშვილის საქმე ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ „ჭამს“” – სააკაშვილი

დეკემბერი 1, 2025
83
მთავარი

კადრები ვნახე და რა ვქნა, ძალიან ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ „ჭამს“. ისევე როგორც, უკვე აღარ ყლაპავს 4 ოქტომბრის ღობის გადატრიალებას, -...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

დეკემბერი 1, 2025
167
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის და სხვისი ნივთის განადგურების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით,...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან გამყარდა – განახლებული კურსი

დეკემბერი 1, 2025
67
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7020 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7029 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

ვინ უნდა იყოს ფრთხილად დეკემბერში

დეკემბერი 1, 2025
134
მთავარი

დეკემბერი ბევრ ნიშანს წარმატებასა და პოზიტიურ გარდაქმნებს პირდება, თუმცა ასტროლოგების თქმით, სამი ზოდიაქო განსაკუთრებით ფრთხილად უნდა შეხვდეს თვეს. ეს არ ნიშნავს უიღბლობას — უბრალოდ საჭიროა მეტი სიფრთხილე გადაწყვეტილებებში, ურთიერთობებსა და...

დაწვრილებითDetails

დეკემბრის იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დეკემბერი 1, 2025
209
მთავარი

ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, დეკემბერი ენერგეტიკულად აქტიური თვეა, სადაც რამდენიმე განსაკუთრებული დღე სხვადასხვა ნიშნებისთვის წარმატებას, მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას და დადებით შეჯახებებს მოიტანს. ქვემოთ წარმოდგენილია თვეში ის თარიღები, როდესაც ზოდიაქოს ნიშნებს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 3 კვირიანი ძებნის შედეგ ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

დეკემბერი 1, 2025
1.5k
მთავარი

ქუ­თა­ის­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს ქალი, რო­მელ­საც 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. "ინფო იმე­რე­თის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 32 წლის ქალს და­ახ­ლო­ე­ბით 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ნივ­თე­ბი ბო­ლოს გუ­მა­თ­ჰე­სის წყალ­სა­ცავ­თან იპო­ვეს. მაშ­ვე­ლე­ბი სამ­ძებ­რო...

დაწვრილებითDetails

„კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის – Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს

დეკემბერი 1, 2025
64
მთავარი

„კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს ევროპაში წამყვანი სამედიცინო, ველნეს და სპა-ოპერატორი Ensana ქართულ ბაზარზე შემოდის და საირმეში იწყებს ოპერირებას. Ensana 2026 წლიდან...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».