არასრულწლოვანზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის მორიგი ფაქტი შიდა ქართლში. რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, რომელსაც ჩვენ შეგნებულად, მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, შუა ხნის კაცი დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.