უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი იარაღისა და დამატებითი სანქციების საჭიროებაზე წერს.
“აბსოლუტური და ერთადერთი შესაძლო “რუსული მშვიდობა”… ყურადღებით დააკვირდით. და ისევ შეხედეთ. თუ არ გინდათ, რომ ეს [ომი] მთელ მსოფლიოში გავრცელდეს, მაშინ მოგვეცით იარაღი. უამრავი იარაღი. და დააწესეთ დამატებითი სანქციები. და ბოლოს დაიწყება “რუსი პოლიტიკური ჯადოქრების” განდევნა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან”. – წერს Twitter-ზე პოდოლიაკი.