ავღანეთში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა, მათ შორის მრავალი ბავშვია, – ამის შესახებ BBC ავღანელი ექიმების განცხადებებზე დაყრდნობით წერს.
სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა საკომუნიკაციო ქსელებიც. თალიბანის ხელისუფლება მეტ საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.
გაერო იმ ორგანიზაციათა შორისაა, რომლებიც ცდილობენ, გადაუდებელი თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყონ ყველაზე მეტად დაზარალებულ პროვინციებში მცხოვრები ადამიანები.