Site icon megatv.ge

მიუხედავად ყველა სირთულისა, რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის გათავისუფლება შევძელით-ზელენსკი

“მიუხედავად ყველა სირთულისა, რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის გათავისუფლება შევძელით.
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე, ნარიმან ძელიალი ყირიმში ჯერ კიდევ 2021 წელს აიყვანეს. სამოქალაქო პირები ოლენა პიეხი და ვალერი მატიუშენკო 2017-2018 წლებიდან ტყვეობაში იმყოფებოდნენ. უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის მღვდლები, ბოჰდან ჰელეტა და ივან ლევიცკი ტყვედ ჩავარდნენ ბერდიანსკში ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. გარდა ამისა, ბელორუსიაში ტყვედ ჩავარდნილი კიდევ ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე – მიკოლა შვეცი, ნატალია ზახარენკო, პავლო კუპრიენკო, ლუდმილა ჰონჩარენკო და კატერინა ბრიუხანოვა. ყველა მათგანი ახლა თავისუფალია და უკრაინაშია.
მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დამეხმარა. მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს, რომელიც მუშაობს ტყვეების გათავისუფლებაზე. ასევე მინდა აღვნიშნო წმინდა საყდრისის ძალისხმევა ამ ადამიანების სახლში მიყვანისთვის. ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ ყველა ჩვენიანს,” -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
Exit mobile version