LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის! – ალეკო ელისაშვილი

დაპოსტა 2025/12/01-ში
93
ნახვა
გაზიარება

მოსამართლევ, ეს ცრემლი არ არის, ბრაზია და ბოღმა, არ გეგონოთ რომ სუსტი ვარ, – ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან დეტალურად ისაუბრა, თუ რატომ მიიღო სასამართლოს გადაწვის გადაწყვეტილება.

„გეტყვით, რამ დამარტყა და რამ მიკბინა, რა მოხდა და რატომ ვარ აქ. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რომელიც ქვეყანაშიც არის და რომლის განმახორციელებელი სტრუქტურაც ხართ თქვენ.

ვინმეს დაზიანება რომ მდომოდა, იმ მანდატურებიდან არავინ იქნებოდა ცოცხალი, კაბურაში მედო დაუმუხტავი იარაღი. აღტაცებული ვარ იმ პირველი მანდატურის საქციელით, პატარა ჩია კაცი იყო, ერთი ბოთლი ბენზინი მქონდა დასხმული, ვენაცვალე კაცობაში, ყოჩაღ, თავისი საქმე გააკეთა, მოვერიე კიდეც… მინდოდა თავი დამეღწია, ვერაფრით მოვიშორე, ტკიპასავით რომ მომეწება, ვერაფრით მოვიშორე, ყოჩაღ! ჯერ კაცი ვარ, ქართველი და მერე ვარ ტერორისტი!

მე იქ მივედი უთენია, უზარმაზარი გზა გავიარე, ეს იყო წინასწარი გადაწყვეტილება, ყველაფერი ვიყიდე და მოვამზადე, ჩემს ცოლ-შვილს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი. ვეღარ ვუძლებდი ამ უსამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით მანდატურები, მე თვითონ ვნახე ერთი პოლიციელი, როგორ სიამოვნებდა სისხლი რომ მდიოდა…

ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. არასდროს შემიღწევია არავის შენობაში, ერთი საათი ვამტვრევდი შუშებს, დავიტანჯე, ერთი საათი დავაკვდი, ოპერატიულად რომ მემოქმედა, აუცილებლად მივაღწევდი მიზანს. ღობესთან ვიჯექი მიყუდებული, მშენებლობის ღობიდან გადავძვერი, ვფიქრობდი გადავიდე, არ გადავიდე-მეთქი, მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, როგორ უნდა შემეშინდეს-მეთქი. შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, არ შევეგუები არასდროს, რაც ხდება.

ტანსაცმლის შიგნით მქონდა „დაუტენავი“ იარაღი, ვინმეზე თავდასხმა რომ მდომებოდა, ცოცხალი არავინ დარჩებოდა. მანდატურის მოგერიება მინდოდა, იარაღი იმ ჯაჯგურში ამომივარდა, მიუხედავად იმისა, რომ გასაკვირია, იმ მანდატურს პატივისცემას ვუდასტურებ, ნეტავ, ასე თავის საქმეს იცავდეს ყველა და არ აკეთებდნენ იმას, რასაც ვხედავთ დარბაზში.
ჩემებს მინდა ბოდიში ვუთხრა [ტირილს ვერ იკავებს]… მოსამართლევ, ცრემლი არ არის, ბრაზია და ბოღმა, არ გეგონოთ რომ სუსტი ვარ. ირაკლი [კუპრაძე] ბოდიში, თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში. მაგრად მეამაყება… ერთი საათი მეკამათებოდა ის სადისტი პოლიციელი, ტონა ფული აიღე ხაზარაძისგანო. ჩვენ კაცურად და ვაჟკაცურად მივყვებოდით წელიწადნახევარი საქმეს. ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და კუპრაძემ იციან, არავისთვის მითხოვია ფული…

მოკლედ, ვინც გარეთ რჩებით, მიაწექით ბოლომდე, ცეცხლი ოლიგარქიას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მას მოსამართლემ უთხრა, რომ შენიშვნას უფიქსირებდა.

„აფიქსირე რამდენიც გინდა“, – მიმართა მას ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

გაზიარება37

დაკავშირებული -პოსტები

პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება

დეკემბერი 2, 2025
0
მთავარი

პირველკლასელთა რეგისტრაციას, ახალი ეტაპი დაემატება, რაც მოსწავლის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით რეგისტრაციას გულისხმობს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე,...

დაწვრილებითDetails

გივი ჭიჭინაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

დეკემბერი 2, 2025
129
მთავარი

გივი ჭიჭინაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცლებეს. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, წლების განმავლობაში ვანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის ზედავანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზაზა ბელთაძის გარდაცვალების გამო. ვუთანაგრძნობ ოჯახს და მეგობრებს." - წერს გივი ჭიჭინაძე სოციალურ...

დაწვრილებითDetails

რადიო “ძველი ქალაქის” დაარსებიდან 30 წელი გავიდა

დეკემბერი 2, 2025
6
მთავარი

რადიო ძველი ქალაქის დაარსებიდან 30 წელი გავიდა. რადიო “ძველი ქალაქი” FM სივრცეში  1995 წლის 2 დეკემბერს და  გამოჩნდა და მსმენელებს უახლესი ჰიტების გარდა, უამრავი საინტერესო რუბრიკა და გადაცემა შესთავაზა. წლების...

დაწვრილებითDetails

განათლების სამინისტრო სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას გეგმავს

დეკემბერი 2, 2025
16
hands texting with mobile phones in cafe
მთავარი

განათლების სამინისტრო სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, დაინერგება შესაბამისი სტანდარტი და მაქსიმალურად იქნება დაცული ბალანსი...

დაწვრილებითDetails

პატარა ნინი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

დეკემბერი 2, 2025
18
მთავარი

პატარა ნინი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. პატარა ნინი სოციალურად დაუცველ ოჯახში იზრდება... ნინის გარდა ოჯახში კიდევ ორი მცირეწლოვანი ბავშვია... ნინი შშმ პირია და ძვირადღირებული მოვლა სჭირდება... ოჯახს ძალიან გაუჭირდა ამიტომ...

დაწვრილებითDetails

„ეხება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჯავშნებს” – შსს-ს მომსახურების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

დეკემბერი 2, 2025
131
მთავარი

შსს-ს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, სააგენტოს სახელით ვრცელდება ცრუ და ყალბი ინფორმაციები, რომელიც ეხება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჯავშნებს, დაჯავშნის...

დაწვრილებითDetails

„გარემოს ეროვნული სააგენტო” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დეკემბერი 2, 2025
20
მთავარი

„გარემოს ეროვნული სააგენტო" განცხადებას ავრცელებს: „საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება დღევანდელი მაჩვენებლებით, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია დაფიქსირდა, რაც მეტეოროლოგიურმა პროცესებმა განაპირობა. პირველ...

დაწვრილებითDetails

31 წლის ინფლუენსერი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

დეკემბერი 2, 2025
296
მთავარი

ავსტრიელი ინფლუენსერი, რომელიც საახალწლო წვეულების შემდეგ გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს. სტეფანი პიეპერის ცხედარი ტყეში, ჩემოდანში იპოვეს.  ინფლუენსერის მკვლელობაში მისი შეყვარებულია ბრალდებული. კაცმა სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება მისცა და ტყეში იმ ადგილას მიიყვანა...

დაწვრილებითDetails

სახლში გაჩენილ ხანძარს კაცი ემსხვერპლა

დეკემბერი 2, 2025
17
მთავარი

სოფელ ხეთაში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ხის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. მეზობლების თქმით, კაცი მარტო ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ მძიმე დანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

დეკემბერი 2, 2025
69
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, წარსულში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».