კანადაში, ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ქსელის – Rogers Communications-ის ტექნიკურმა ხარვეზმა მილიონობით მომხმარებელი ინტერნეტთან წვდომის გარეშე დატოვა. მობილური ინტერნეტის გათიშვამ საგადასახადო სისტემის – ბანკომატების მუშაობის შეფერხებაც გამოიწვია.
ქალაქ უინიპეგში გადაუდებელი დახმარების ნომერზე – 911-ზე დარეკვაც შეუძლებელი გახდა. პოლიციამ მოქალაქეებს სთხოვა, საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარული ტელეფონებით ესარგებლათ.
მომხმარებლებისთვის ინტერნეტის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება. ისინი, ვისაც ინტერნეტი ამ დრომდე არ აღუდგათ, ბარებისა და რესტორნების WiFi-თ სარგებლობენ.
Rogers-ს კანადაში 11 მილიონამდე აბონენტი ჰყავს.