LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

,,მივმართავ ყველა ქართველს”-მიხეილ სააკაშვილი

დაპოსტა 2021/11/11-ში
A A
197
ნახვა
გაზიარება
,,მივმართავ ყველა ქართველს,
ხელისუფლების ქმედებები ჩემი შიმშილობის პირველი დღიდან დღევანდელ დღემდე, მიზანმიმართული და დაგეგმილი მკვლელობის ოპერაციაა. დამკვეთი ერთადერთია – ვლადიმერ პუტინი. დღეს გავრცელებული კადრები, რომელიც კარგად ასახავს ვინ არის გამარჯვებული და ვინ ბნელეთის მხარეს, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას.
ამიტომ, თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები. თუმცა, ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს – მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება. იმდენად, რომ მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცია მათ მიერ “საზღვართან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალების” საფარქვეშ.
შესაბამისად, მე, როგორც ამ ქვეყნის თავგადაკლული პატრიოტი და დამფუძნებელი თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოსი, არ მაქვს უფლება, არ შევეწინააღმდეგო ამ კატასტროფული სცენარის განვითარებას. ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი ოღონდ არა ჩემს, არამედ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. მხოლოდ, შემდეგი დათქმით: შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი. ამიტომაც, გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც სათანადო კვალიფიკაციის მედპერსონალი.
ამას გარდა, წარმოუდგენელია მე ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და ასევე ვისი ძალადობის ამსახველი კადრებიც დღეს იხილეთ. ამას გარდა, აქ არ არსებობს უსაფრთხოების და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა.
ასევე, უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარი და სპეცდანიშნულების დანაყოფები ამ ჰოსპიტალიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფება. იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია.
შესაბამისად, ვითხოვ ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, თუ რომელ მულტიფუნქციურ და მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა პირობებში ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს.
კონსილიუმი უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალებისგან შემდგარი და პარიტეტულ საფუძველზე.
ჩემი წარმომადგენლების და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლების თანაბარი რაოდენობის ექიმების შემადგენლობით. მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს არა სარეკომენდაციო ხასიათის, არამედ სავალდებულო, რასაც მე დავემორჩილები უპირობოდ და ასევე უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებაც.
ამ ვითარებაში, როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და გადამიყვანენ ამ დაწესებულებიდან სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ.
აქვე, მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას, უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი, გადაუჭარბებლად რომ ვთქვა, გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ, ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი.
ხელისუფლება ჩამოშლილია. ახლა ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და ჩვენი ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე. ჩვენ უნდა დავირაზმოთ კიდევ უფრო მეტად, კიდევ უფრო ფართოდ უნდა გავშალოთ ჩვენი ერთიანი რიგები, ამ ბრძოლას საქართველო აუცილებლად მოიგებს.
P.S. – მივესალმები ჩემი მხარდაჭერი ინტერვიუს მიზეზით ოზურგეთის საავადმყოფოდან დათხოვნილ ექიმს, ლევან გოგუაძეს. ძმაო ლევან, შენი მომავალი ნათელია, შენთვის რეპრესიების მომწყობი ზონდერებისა კი – ბნელი და უკუნი. შენნაირ ხალხზე დგას საქართველოს ისტორია, მისი წარსული, აწმყო და მომავალი.
ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. “-წერს მიხეილ სააკაშვილი.
გაზიარება79

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოსთან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 20, 2025
0
საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, დღეს თბილისის დროით 16:20-ზე მოხდა 4.2(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა რუსეთში, ინგუშეთში,...

დაწვრილებითDetails

“სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს ბალახები…” – ძალადობა ახალგორის ბავშვთა სახლში

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
“სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს ბალახები…” – ძალადობა ახალგორის ბავშვთა სახლში
მთავარი

"შუადღის მზეზე ეზოში ხოხვით აგლეჯინეს სარეველა ბალახები, მშიერს აყურებინეს, როგორ ჭამდნენ დირექტორი და სხვა ბავშვები. დაისაჯა იმიტომ, რომ ბავშვმა გამრავლების ტაბულა ვერ ისწავლა", - ოკუპირებული ახალგორის ბავშვთა სახლში 8 წლის...

დაწვრილებითDetails

როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო – მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი არალეგიტიმური პირია ამ არჩევნებზე – მამუკა მდინარაძე
მთავარი

შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა”, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“...

დაწვრილებითDetails

როგორ უნდა დაიცვათ თავი ზაფხულის მწველი მზისგან

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
როგორ უნდა დაიცვათ თავი ზაფხულის მწველი მზისგან
მთავარი

მზით დამწვრობა და ნამზეური მნიშვნელოვნად ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს, მათ შორის ისეთი აგრესიული ფორმისას, როგორიცაა მელანომა. ასევე მზის ზემოქმედებისგან კანი ადრე ბერდება: ის ნაკლებად ელასტიკური ხდება, ჩნდება ნაოჭები. მაგალითად,...

დაწვრილებითDetails

დაუდგინდა მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა – ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
დაუდგინდა მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა – ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგი დალაქიშვილი მძიმე პროგრესირებადი დაავადება დაუდგინდა, მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი საფრანგეთში გადაყვანაა. ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. "ჩვენს საყვარელ გიოს, იგივე "პუშკინას" , ჩვენს ბავშვობის მეგობარს,...

დაწვრილებითDetails

“არა არჩევნების სიმულაციას” – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
“არა არჩევნების სიმულაციას” – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება
მთავარი

"არა არჩევნების სიმულაციას" - ამ ლოზუნგით, პროტესტის ჩვეულ ადგილას, ქუთაისის მერიის წინ, 19:00 საათზე, აქცია გაიმართება. მოქალაქეები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უკვე 233-ე დღეა,...

დაწვრილებითDetails

“6-7 ათასი სტუდენტი დადის სამუშაოდ ქუთაისიდან, როგორ წარმოუდგენიათ შემდეგი წლები”

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
3 თვეში ევროპიდან საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს
ეკონომიკა

“ჩიპ თრეველის“ დამფუძნებელი ლევან ჭანჭალეიშვილი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხს ეხმაურება. ლევან ჭანჭალეიშვილი იმ სარგებლის შესახებ საუბრობს, რომელსაც ქუთაისელი სტუდენტები უვიზო მიმოსვლის შედეგად იღებენ. “გერმანიაში ყოველწლიურად 6-7 ათასი სტუდენტი დადის სამუშაოდ...

დაწვრილებითDetails

ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი, თინა ბრეგვაძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი, თინა ბრეგვაძე გარდაიცვალა
მთავარი

ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი, თინა ბრეგვაძე გარდაიცვალა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მანანა ტაბატაძე წერს: "მატერას ქართველ ემიგრანტულ საზოგადოებას ძალიან მწარე ამბავი დაატყდა თავს, სამწუხაროდ, ჩვენი თანამემამულე თინა ბრეგვაძე ამ სამყაროს...

დაწვრილებითDetails

ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს – განახლებული ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებული ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
ქუთაისში, ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა
მთავარი

15 წლის რომა დგებუაძე გარდაიცვალა. ბიჭს 28 მარტს მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც დაეწყო ტვინის შეშუპება, თურქეთში რამდენიმე თვიანი მკურნალობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.  

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"