Site icon megatv.ge

მთავრობამ საიდუმლო მიზნობრიობით 10 მლნ ლარი დახარჯა

2023 წელს, მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან საიდუმლო მიზნობრიობით10 მლნ ლარი დახარჯა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებშია აღნიშნული.

ამასთან, 2023 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, სარეზერვო ფონდისთვის განკუთვნილი 100 მლნ ლარიდან, ფაქტობრივად ათვისებულია 95 მლნ ლარი.

რაც შეეხება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ათვისებული სახსრების მიზნობრიობას, დახარჯული 95 მლნ ლარი შემდეგნაირად ნაწილდება:

ცნობისთვის, საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, „საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად.

რიგ შემთხვევებში ხდება სახსრების მიმართვა იმ გადასახდელების დასაფინანსებლად, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებს და სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მათი გათვალისწინება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში.

Exit mobile version