გუდაურში მოკლული თამაზ გორთომაშვილის ოჯახი დუმილს არღვევს.
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ოჯახის ადვოკატმა აღნიშნა დღეს მოკლულ თამაზ გორთომაშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ საინფორმაციო შეტევა განხორციელდა.
ადვოკატის თქმით, ვრცელდება დამახინჯებული ინფორმაცია, რითიც „თაზო გორთომაშვილს მეორედ კლავენ“.
„მე მაქვს კადრები, რომელიც სრულიად შეცვლის სურათს“, – აღნიშნა მოკლული მამაკაცის ოჯახის ადვოკატმა.
ის მიზანმიმართულ და განზრახ მკვლელობაში მერაბ კობიაშვილს და სხვა პირებს ადანაშაულებს.
ადვოკატმა დღეს „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ვიდეო-მტკიცებულებები გაასაჯაროვა.
https://www.facebook.com/PrimeTimeMagazine/videos/535138080510628/?v=535138080510628