დღეს, 12 ნოემბერს, ქუთაისის მესხიშვილის თეატრში სპექტაკლის პრემიერაა.
უილიამ შექსპირის „მაკბეტის“ რეჟისორ კოტე აბაშიძისეულ დადგმაში, მთავარ როლებს ალექსანდრე ფურცხვანიძე და მაკა შალიკაშვილი ასრულებენ.
ამ მსახიობების გარდა, სპექტაკლში მონაწილეობას იღებს თეატრის სრული დასი, 70 მსახიობი.
მათთან ერთად, სცენას დაიკავებს მ.ბალანჩივაძის სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სამუსიკო კამერული გუნდი, როგორც მოქმედი გმირი და მონაწილე.
„სპექტაკლი არის იმ უდიდეს კათარზისზე, სადამდე მისასვლელი გზაც შეცდომებსა და ხშირად სისხლისღვრაზე გადის, იმ კათარზისზე, რომელიც სულში ჩაბუდებული ბოროტების დათრგუნვით და სიკეთისკენ სწრაფვით მიიღწევა. ერთხელ ჩადენილ ბოროტებას მეორე და შემდეგი მოსდევს… და ცხოვრება იქცევა სისხლისღვრის, მკვლელობის მუდმივ ჯაჭვად, რომლის გაწყვეტა უკვე მაკბეტს აღარ შეუძლია. იგი ნელნელა სისხლისმსმელ ტირანად იქცევა, ეჭვიან, საკუთარ ბოღმაში ამომხრჩვალ მკვლელად, რომლის ტრაგიკული ფინალი ერთადერთი გამოსავალი და მისი ერათდერთი შვებაა“, – აღნიშნულია სპექტაკლის აღწერაში.
სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება.