საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს პატიმრობა შეუფარდა.
სხდომაზე გიგა გიგაშვილის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. აღკვეთის სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა ვახტანგ ლონდარიძის ადვოკატმა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, პატიმრობა დააკმაყოფილა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, გიგა გიგაშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.