„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა შემტევი, მეისონ გრინვუდი, რომელიც პოლიციამ გაუპატიურების, ძალადობის და მოკვლით მუქარების ბრალდებით დააკავა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
20 წლის ფეხბურთელი გასულ კვირას დააკავეს მას შემდეგ, რაც მისმა მეგობარმა გოგონამ, ჰარიეტ რობსონმა ის სოციალური ქსელის მეშვეობით ძალადობაში დაადანაშაულა და მისი ძალადობის ამსახველი სურათები და აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელზეც გამოკვეთილად ისმის, რომ გრინვუდი მას სქესობრივი აქტით დაკავებას აიძულებს. შეგახსენებთ, რომ „მან იუნაიტედმა“ გრინვუდი ვარჯიშებსა და თამაშებიდან დროებით მოკვეთა, მისმა სპონსორმა „ნაიკიმ“ კი მასთან თანაშრომლობა შეაჩერა.