„მატრიცას“ ახალი ნაწილის მორიგი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმს „მატრიცა: მკვდრეთით აღდგომები“ ჰქვია.
რგოლში სახელწოდებით „დეჟავიუ“ ერთმანეთს ახალი ფილმიდან და ძველი ტრილოგიიდან კადრები ენაცვლება. თავის როლებს დაუბრუნდნენ კიანუ რივზი (ნეო) და კერი-ენ მოსი (ტრინიტი). ფილმის რეჟისორი ლანა ვაჩოვსკია.