Site icon megatv.ge

“მამაკაცმა მეუღლის ცხედარი მანქანით პოლიციის განყოფილებაში წაიღო” – ახალი დეტალები ბოლნისში მომხდარი მკვლელობიდან

30 წლამდე ქალი მეუღლემ შარვლის ქამრით გაგუდა. მამაკაცმა მეუღლის ცხედარი მანქანით პოლიციის განყოფილებაში წაიღო და დანაშაულის შესახებ თავად განაცხადა – ინფორმაციას tv4 ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს დაუზუსტებელი ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა.  წყაროს ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ მან რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს მიმართა,თუმცა პაციენტი ცენტრში არ მიიღეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მკვლელობა გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ.

დანაშაულის თაობაზე ქმარმა სამართალდამცავებს თავად აცნობა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ- ქვეპუნქტითაა აღძრული.

ბოლნისში ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა

 

tv4.ge

 

Exit mobile version