გარყვნილი ქმედების ფაქტი რუსთავში.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ერთერთი სკოლის ეზოში 70 წლამდე მამაკაცი ბავშვებს უთვალთვალებდა და ჩუმად მასტურბირებდა. არსებული ინფორმაციით ფაქტის თვითმხილველი სკოლის ეზოთან მცხოვრები ქალი გახდა. გაირკვა რომ მამაკაცი სკოლის ეზოში გარყვნილ ქმედებას ხშირად ჩადიოდა.
ფაქტის შესახებ აცნობეს რუსთავის პოლიციას.
სამართალდამცავებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად დაადგინეს პირი რომელიც სკოლის ეზოში მასტურბირებდა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 141-მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
მამაკაცი დაკავებულია.