Site icon megatv.ge

მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა-საქსტატი

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.2% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.3 %-ით განისაზღვრა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

“2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Exit mobile version