მაიკლ პომპეოს გადაწყვეტილება – ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდება. მართალია პომპეომ უკვე საქართველო დატოვა, თუმცა მან საქართველოში მისი მოადგილე დატოვა.
ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, შეხვედრა გაუთვალისწინებლად ჩაინიშნა, რასაც მიესალმება.
„მივესალმები, რომ ჩაინიშნა გაუთვალისწინებელი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან – ფილიპ რიკერთან, რომელიც ყველაზე მაღალი დონის დიპლომატია ევროპის და გარშემო დიდ რეგიონში აშშ მხრიდან, რომელიც კონკრეტულად აღჭურვილია უფლებამოსილებით ეს საკითხები გადაწყვიტოს. შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული ოპოზიციასთან, არ იყო პროტოკოლში, რაც რა თქმა უნდა, ჩემი აზრით არ იყო სწორი – ახლა ის ჩაინიშნა.
ეს ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია, ოპოზიციის წარმომადგენლების ერთიანობაზე და სიმტკიცეზეა უკვე ყველაფერი დამოკიდებული“, – წერს სააკაშვილი.
შეხვედრა „შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს გაიმართება.










