აქცია ესპანეთში – მადრიდში, პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესს ესპანეთის კონსტიტუციისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებენ და მას მოღალატეს უწოდებენ.
აქციის ორგანიზატორები მემარჯვენე მოძრაობები და კონსერვატიული პარტიები არიან. მათ უკმაყოფილებას მთავრობის გადაწყვეტილება იწვევს, რომლითაც ამბოხის წაქეზებისთვის სასჯელი შემსუბუქდა.
ცნობისთვის, აღნიშნული მუხლით გასამართლებული არიან კატალონიის ყოფილი ლიდერები, რომლებმაც 2017 წელს რეგიონის ესპანეთისგან გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმი ჩაატარეს