ჯგუფმა Coldplay და სელენა გომესმა ახალი სიმღერა, Let Somebody Go და კლიპი გაავრცელეს. სიმღერა საოცრად ემოციური და ჟღერადია, შავ-თეთრი კლიპი კი საოცრად შთამბეჭდავი. ემოციურ კადრებში კრის მარტინი და გომესი ერთმანეთს მხურვალედ ეხუტებიან. Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი – Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს
მარტინის ინტერვიუ გავრცელდა, მისი განცხადებით, მალე ბენდი დაიშლება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც კოლექტივი კიდევ 4 ალბომს გამოუშვებს.