ცოტა ხნის წინ შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა. კრის ნოტს
სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ორი ქალბატონი აცხადებს, რომ კრისმა მათზე 2004 და 2015 წლებში სექსუალურად იძალადა. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს. გამოცემის ინფორმაციით, ქალბატონებმა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, საჩივრით სასამართლო უწყებას, რამდენიმე თვის წინ მიმართეს. კრის ნოტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.