Site icon megatv.ge

კრემენჩუკში გარდაცვლილთა რაოდენობა 13_მდე გაიზარდა

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულ სარაკეტო თავდასხმას, რომელიც უკრაინის ცენტრალურ ქალაქ კრემენჩუკში ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრზე განხორციელდა, განახლებული მონაცემებით, 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 59.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, შესაბამისად ეს მონაცემები განახლებადია.

ცნობისთვის, კრემენჩუკი არის უკრაინის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და გაშენებულია მდინარე დნეპრის ნაპირებზე. სავაჭრო ობიექტში რუსული სარაკეტო იერიშების დროს 1 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

Exit mobile version